Belive

"კვარაცხელიას მუდმივი ტრავმა აქვს" - ლეონიდ სლუცკი ქართველის მდგომარეობაზე საუბრობს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
რუსული მედიის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების მარცხენა ვინგერი, ხვიჩა კვარაცხელია ტრავმირებულია. ქართველი გარემარბის ყაზანის "რუბინი" სეზონის მეორე ნახევრისთვის ზამთრის მოსამზადებელ პერიოდს თურქეთში, ანტალიის ქალაქ ბელეკში გადის, რომლის ფარგლებშიც ამხანაგურ შეხვედრაში "კრილია სოვეტოვს" დაუპირისპირდა (5:0). მატჩის 38-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელია შეცვალეს, როგორც შემდეგ გაირკვა, ამის მიზეზი ტრავმა აღმოჩნდა. რუსული მედია წერს, რომ 21 წლის ქართველ ფეხბურთელს მუხლის მცირე ტრავმა აწუხებს. ამის შესახებ კომენტარი რუსული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, ლეონიდ სლუცკიმაც გააკეთა.
"ხვიჩას მუხლი აქვს ტრავმირებული, სწორედ ესაა იმის მიზეზი, რომ მხოლოდ მეორე მატჩს ატარებს. ეს არის ტრავმა, რომელიც მუდმივია. მისი უბრალოდ მიღება და შემდეგ წამში განკურნება შეუძლებელია. ამდენი ფეხბურთელი მთელი თავისი კარიერის განმავლობაში თამაშობს ტკივილებით და აქვს სახსრების ან სხეულის სხვა ნაწილების პრობლემა. კვარამ უნდა ისწავლოს ამ დისკომფორტში ყოფნა და ასე თამაში", - თქვა რუსმა სპეციალისტმა.
"რუბინი" შეკრებას 24 თებერვლამდე აგრძელებს და შემდეგ ამხანაგურ მატჩს მოსკოვის "დინამოს" წინააღმდეგ 17 თებერვალს ჩაატარებს.

სხვა სტატიები