Belive

კვარაცხელიას პოზიციაზე რუბინმა ვესტ ჰემის ყოფილი ფეხბურთელი შეიძინა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ყაზანის "რუბინმა" "ნორკოპინგიდან" 4 მილიონ ევროს სანაცვლოდ შიდ ჰაკსაბანოვიჩი შეიძინა. 22 წლის მონტენეგროელი მარცხენა ვინგერის პოზიციაზე თამაშობს. ჰაკსაბანოვიჩი სწორედ ხვიჩა კვარაცხელიას სტილის ფეხბურთელია. ამ ტრანსფერით უკვე ნათელი ხდება, რომ 20 წლის ქართველი ტალანტი ზაფხულში "რუბინს" აუცილებლად დატოვებს. შიდი ბოლოს შვედეთში თამაშობდა, მანამდე კი ის "ვესტ ჰემისა" და "მალაგას" ღირსებას იცავდა. შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ ინტერესს ინგლისში, იტალიასა და ესპანეთში იჩენენ.

სხვა სტატიები