Belive

"კვარაცხელიას სპალეტიმ შესაძლოა პოზიცია შეუცვალოს" - იტალიური პრესის ვარაუდი ტორინოსთან მატჩის წინ

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

ნეაპოლური გამოცემა areanapoli.it-ი საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" ლიდერის ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საინტერესო სტატიას აქვეყნებს.

სტატიაში განხილულია სანაკრებო პაუზის შემდეგ ნეაპოლურ გუნდში დაბრუნებული ფეხბურთელების მდგომარეობა და იტალიის სერია A-ში შემდეგ, მერვე ტურის შეხვედრაში "ტორინოს" წინააღმდეგ გუნდის სავარაუდო ფორმაციია წარმოდგენილი.

სტატიის მიხედვით, ხსენებულ შეხვედრაში, ხვიჩა კვარაცხელია სათამაშო პოზიციას შეიცვლის.

"დღეს ლუჩიანო სპალეტიმ სანაკრებო პაუზიდან დაბრუნებულ ფეხბურთელებთან ერთად შეკრება დაიწყო. გუნდს ზიელინსკი და ლობოტკაც დაუბრუნდნენ, რომლებიც სლოვაკეთისა და პოლონეთის ნაკრებებს ერთა ლიგაზე ეხმარებოდნენ.

ყველაზე გვიან ირვინგ ლოსანო დაბრუნდება, რომელიც გამთენიისას მექსიკის ნაკრების შემადგენლობაში ამხანაგურ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას და "ნაპოლის" ბაზაზე სავარაუდოდ მხოლოდ და მხოლოდ პარასკევს დაბრუნდება.

პოლიტანოს არყოფნის გათვალისწინებით, სპალეტის გადასაწყვეტია, დააკვირდეს მის მდგომარეობას და გადაწყვიტოს, მაინც გაამახვილოს ყურადღება ლოსანოზე, თუ მიიღოს სხვა გადაწყვეტილებები, როგორიცაა ძერბინის ან ელმასის ადაპტაცია ძირითად შემადგენლობასთან.

ასევე არსებობს ხვიჩა კვარაცხელიას მარჯვენა ფლანგზე გადაწევის შესაძლებლობაც, რაც მისთვის უცხო არ არის. ბოლო პერიოდში, როგორც "ნაპოლიში", ისე საქართველოს ნაკრებში ამას ხშირად აკეთებს, ასევე საქართველოსა და რუსეთის ჩემპიონატებში მის აქტივში 14 ისეთი შეხვედრაა, როცა თამაში მარჯვენა ფლანგზე დაიწყო. ლუჩიანო სპალეტის გადაწყვეტილების მისაღებად ჯერ კიდევ საკმაო დრო აქვს", - წერს areanapoli.it-ი.

​2022 წელს ხვიჩა კვარაცხელიას აქტივში საკლუბო და სანაკრებო შეხვედრებში 18 გოლი და 9 საგოლე გადაცემაა, რასაც ამხანაგურ მატჩებში გატანილი 4 გოლი და 1 საგოლე პასი ემატება.

იტალიის სერია A-ს მერვე ტურში გასამართი მატჩი, "ნაპოლის" 1 ოქტომბერს, საშინაო კედლებში ელოდება. შეხვედრა თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები