Belive

კვარაცხელიას თანაგუნდელი: "ხვიჩამ რუსული უნდა ისწავლოს"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
რუსეთის პრემიერლიგის პირველი ტურში, მოსკოვის "ლოკომოტივისა" და ყაზანის "რუბინს" შორის გამართული მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. აღნიშნულ შეხვედრაში "რუბინის" ერთადერთი გოლი ახალგაზრდა ქართველმა ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა. 18 წლის ვინგერმა 76-ე წუთზე ყოფილი გუნდის კარში გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა. "რუბინის" მცველმა, იგორ სოროკინმა "ლოკომოტივთან" შეხვედრის შემდეგ, კვარაცხელიას შესახებ დადებითად ისაუბრა. "კარგი ბიჭი, დიდი და ნათელი მომავლით. თუ ხვიჩა უფრო და უფრო მეტს იმუშავებს, ის მეტად წარმატებული იქნება. ვფიქრობ, რომ კვარაცხელია რუსულ ენას ისწავლის. ენის ბარიერის მოხსნა გუნდში ადაპტაციისთვის უმნიშვნელოვანესია," - თქვა სოროკინმა. გეტყვით, რომ "რუბინის" კიდევ ერთმა ახალგაზრდა ქართველმა, ზურიკო დავითაშვილმა "ლოკომოტივთან" მოედანზე 66 წუთი გაატარა და შემდეგ სწორედ ხვიჩასგან შეიცვალა. ბექა მიქელთაძე "რუბინის" მწვრთნელმა სათადარიგო სკამზე დატოვა.

სხვა სტატიები