Belive

კვეკვესკირი: "ლეხში თამაში ჩემთვის დიდი შესაძლებლობაა"

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ნაკრების წევრი ნიკა კვეკვესკირი კარიერას "ლეხში" გააგრძელებს. გამორჩეულ პოლონურ გუნდთან 28 წლის ფეხბურთელმა 6 თვიანი კონტრაქტი გააფორმა. ნიკამ ტრანსფერის შემდეგ "ლეხის" ოფიციალურ გვერდთან კომენტარი გააკეთა.
"მე ვარ ნიკა კვეკვესკირი საქართველოდან - ეროვნული გუნდის, ახლა კი უკვე "ლეხის" ფეხბურთელი. ვთამაშობ ცენტრალურ ნახევარმცველად და ვფიქრობ, რომ კარგად ვგრძნობ თავს ბურთით, შეტევების წამოწყების დროს - ეს ჩემი ძლიერი მხარეებია და შევეცდები, რომ ისინი გუნდს მოვახმარო. "ლეხი ჩემთვის პირველი ევროპული კლუბია, აქ თამაში ჩემთვის დიდი შესაძლებლობა და წინგადადგმული ნაბიჯია. გავაფორმე 6 თვიანი კონტრაქტი გახანგძლივების პერსპექტივით. "ლეხი" არამარტო პოლონეთის, არამედ ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კლუბია და აქ დასარჩენად ყველაფერს გავაკეთებ. აქ ერთი ჩემი მეგობარი (ნიკა კაჭარავა) თამაშობს და მან მიამბო გუნდის, ქალაქის შესახებ. ამიტომ, ახლა ლეხის შესახებ თითქმის ყველაფერი ვიცი," - ამბობს კვეკვესკირი.

სხვა სტატიები