Belive

კვერკველია: "სანაკრებო პაუზის შემდეგ, მოედანზე დაბრუნების იმედი მაქვს"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის "ლოკომოტივის" ცენტრალურმა მცველმა, სოლომონ კვერკველიამ საკუთარ ტრავმასთან დაკავშირებით ისაუბრა. "რუსეთის ჩემპიონატში მომდევნო ტურს გამოვტოვებ, ტრავმა ჯერჯერობით თავს მახსენებს. შემდეგ სანაკრებო პაუზა გველოდება და სწორედ ამ პერიოდში ვფიqრობ მოედანზე დაბრუნებას. ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება "ლოკომიტივის" მთავარმა მწვრთნელმა, იური სიომინმა უნდა მიიღოს," განაცხადა კვერკველიამ. ქართველმა ფეხბურთელმა რუსეთის ჩემპიონატზეც ისაუბრა და "პრემიერ ლიგის" ფავორიტები დაასახელა: "რუსეთში დიდი კონკურენციაა. ჩვენთვის მთავარ კონკურენტებს "ზენიტი" და "კრასნოდარი" წარმოადგენენ. ორივე გუნდი კარგ ფეხბურთს თამაშობს, თუმცა ჩვენც ასევე ვაპირებთ გაგრძელებას," აღნიშნა მან.

სხვა სტატიები