Belive

კვიპროსული მედია: ანანიძე ხვალ ანორთოსისთან კონტრაქტს გააფორმებს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მას შემდეგ, რაც ჯანო ანანიძემ "სპარტაკთან" კონტრაქტი გაწყვიტა, კვიპროსული მედია გააქტიურდა. Alphanews-ის ინფორმაციით, 27 წლის ქართველი ფეხბურთელი ხვალ კუნძულზე ჩავა და "ანორთოსისისხელმძღვანელებს შეხვდება, რის შემდეგაც კლუბთან კონტრაქტს გააფორმებს. კვიპროსელები წერენ, რომ ანანიძის ტრანსფერის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი თემურ ქეცბაიას ფაქტორია. შეგახსენებთ, რომ "ანორთოსისში" კიდევ 4 ქართველი ფეხბურთელი: ბუბა დაუშვილი, გიორგი ლორია, თორნიკე ოქრიაშვილი და ნიკა კაჭარავა თამაშობს. ქეცბაიას ხელმძღვანელობით გუნდი კვიპროსის ჩემპიონატში პირველია.

სხვა სტატიები