Belive

კვიპროსული მედია: კაჭარავა ტიტულოვანი პოლონური გუნდის ფეხბურთელია

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ნიკა კაჭარავა კარიერას პოლონეთის ჩემპიონატში გააგრძელებს. ინფორმაციას კვიპროსული მედია ავრცელებს. larnakasports.com-ის ცნობით, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი იჯარით "ლეხში" გადავა. როგორც ცნობილია, ნიკა პოზნანის გუნდს იჯარით შეუერთდება და პოლონელებს 26 წლის თავდამსხმელის გამოსყიდვა 1 წლის შემდეგ შეეძლებათ. წყარო იუწყება, რომ ტრანსფერი გადაწყვეტილია და თუ გაუთვალისწინებელი შემთხვევა არ იქნება, ნიკა "ლეხს" 11 სექტემბერს ოფიციალურად შეუერთდება. "ლეხი" პოლონეთის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი გუნდია. მონაგარი ასეთია - პოლონეთის ჩემპიონატის 7, პოლონეთის თასის 5, ხოლო სუპერთასის 6 ტიტული.

სხვა სტატიები