Belive

კვირკველია რუსეთის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურ გუნდშია

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"როტორის" ცენტრალური მცველი, სოლომონ კვირკველია რუსეთის პრემიერ ლიგის 28-ე ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა. Whoscored-ის მიხედვით, ქართველმა ფეხბურთელმა 7,6 შეფასება მიიღო. აღსანიშნავია, რომ "როტორის" დაცვის ცენტრალური ხაზი "ახმატთან" მოგებულ (1:0) შეხვედრაში გამორჩეული იყო. სიმბოლურ გუნდში, მეორე ცენტრალურ მცველად სწორედ კვირკველიას მეწყვილე, სედრიკ გოგუა მოხვდა. მოსკოვის "ლოკომოტივიდან" "როტორში" განათხოვრებულმა კვირკველიამ "ახმატთან" ბურთი 2-ჯერ ჩაჭრა, 2 წარმატებული ვარდნა შეასრულა, მეტოქის 9 შეტევა კი მოიგერია.

სხვა სტატიები