Belive

კვირკველია რუსულმა გამოცემამ მაღალი დონის დაკარგული ფეხბურთელების ათეულში შეიყვანა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
პრესტიჟულმა რუსულმა სპორტულმა გამოცემა Championat.com-მა რუსეთის ჩემპიონატში მოთამაშე იმ მაღალი დონის ფეხბურთელების ათეული გამოაქვეყნა, რომლებმაც მიმდინარე სეზონის საწყის ნახევარში საკმარისი სათამაშო დრო ვერ მიიღეს და ჩვეული ფორმისგან შორს არიან. იმ ფეხბურთელთა ჩამონათვალში, რომელმაც გაზაფხულზე უნდა გაიბრწყინოს, საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი საბა კვირკველია მოხვდა. "გასაკვირია, რომ ჩემპიონატის ერთ-ერთმა საუკეთესო მცველმა სეზონი "ლოკომოტივის" სკამზე დაიწყო. კვირკველია ამტკიცებდა, რომ სათამაშო დროის არ ქონა მძიმე ტრავმით იყო გამოწვეული. მისი თქმით, წინა სეზონში შეუსვენებლად თამაშის გამო, ახლა ვარჯიშიც კი უჭირდა, ხოლო დაბრუნების დროდ შემოდგომა დაასახელა. საბოლოოდ, მან რუსეთის თასზე ითამაშა, მაგრამ სტაბილურობა დიდხანს არ გაგრძელებულა. იური სიომინმა მეორედ ის მხოლოდ ნოემბერში, პრემიერლიგაში, "ტამბოვის" წინააღმდეგ ითამაშა. მიუხედავად რთული სტარტისა, ჩემპიონთა ლიგაში, "ატლეტიკოს" წინააღმდეგ კვირკველიამ სრულად ითამაშა და გაზაფხულზე "რკინიგზელთა" ძირითად შემადგენლობაში მის დაბრუნებას უნდა ველოდოთ",-წერია რუსული გამოცემის სტატიაშია. ათეულში ისეთი ფეხბურთელები მოხვდნენ, როგორიც მალკომი, ჟეფერსონ ფარფანი და ალან ძაგოევი არიან.

სხვა სტატიები