Belive

კვირკველიამ შესაძლოა კარიერა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გააგრძელოს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
სოლონ კვირკველიას აგენტმა, ივან კარპმა ქართველი ფეხბურთელის კარიერის შესაძლო განვითარებაზე ისაუბრა.
"ახლოს ვართ არაბთა გაერთიანებული საამიროების კლუბთან კონტრაქტის გაფორმებასთან. თუმცა, ამავდროულად, განვიხილავთ ყველა მიღებულ შემოთავაზებას," - განაცხადა კარპმა რუსულ მედიასთან.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების მცველმა მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე მოსკოვის "ლოკომოტივი" დატოვა და თავისუფალი აგენტი გახდა. კვირკველიას თქმით, ის რუსეთში დარჩენას აღარ აპირებს. აღსანიშნავია, რომ 29 წლის ქართველი მცველით რამდენიმე წლის წინ "ლესტერი" ინტერესდებოდა. კვირკველიამ ინგლისში თამაშზე უარი თქვა, ბოლო სეზონებში კი მისი სატრანსფერო ღირებულება 10 მილიონიდან 2,5 მილიონ ევრომდე შემცირდა.  

სხვა სტატიები