Belive

კვირკველიას წითელი ბარათი გაუუქმეს 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
რუსეთის ჩემპიონატის სადისციპლინო კომიტეტმა სოლომონ კვირკველიას დისკვალიფიკაცია გაუუქმა. კომიტეტის ხელმძღვანელმა არტურ გრიგორიანტსმა საკამათო გადაწყვეტილებების შესახებ გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც მოსკოვის "ლოკომოტივის" ქართველ ცენტრალურ მცველს და "ცსკა-ს" უკანახაზელ ვადიმ კარპოვს ბოლო მატჩებში მიღებული წითელი ბარათები გაუუქმდათ. "ორივე კლუბმა გადაწყვეტილება გაასაჩივრა, რის მერეც ექსპერტთა კოლეგიამ ეპიზოდები ხელახლა გაანალიზა და წითელი ბარათების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო",-ამბობს გრიგორიანტსი. რუსეთის პრემიერლიგის 21-ე ტურში, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა 84-ე წუთზე საკუთარ საჯარიმოში ხელით თამაშის გამო წითელი ბარათი მიიღო, მისი გუნდი კი პენალტით დაისაჯა, თუმცა მეტოქის თავდამსხმელმა მეკარე გილერმეს ვერ აჯობა, საბოლოოდ "რკინიგზელებმა" გროზნის "ახმატი" 1:0დაამარცხეს. "ლოკომოტივს" 38 ქულა აქვს და  მეოთხე ადგილზე იმყოფება.

სხვა სტატიები