კვირკველიას უშუალო კონკურენტმა ტრავმა მიიღო და მოედანი საკაცით დატოვა 

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო, მეექვსე ტურში, მოსკოვის “ლკოკომოტივი” მადრიდის “ატლეტიკოსთან” (0:2) დამარცხდა.

ანხელ კორეასთან შეჯახების შემდეგ, სოლომონ კვირკველიას ერთ-ერთმა უშუალო კონკურენტმა ვედრან ჩორლუკამ ტრავმა მიიღო.

“ლოკომოტივის” ხორვატმა მცველმა მოედანი დამოუკიდებლად ვერ დატოვა.

“ვანდა მეტროპოლიტანოზე” გამართულ შეხვედრაში, ქართველმა ცენტრალურმა მცველმა ამ სეზონში პირველად ითამაშა და მოედანზე 90 წუთი გაატარა, მისმა გუნდმა კი ბოლო პოზიცია დაიკავა.

კვირკველიასთვის ეს “ლოკომოტივის” შემადგენლობაში ჩატარებული მეასე შეხვედრა გახლდათ.

 

კვირკველიას უშუალო კონკურენტმა ტრავმა მიიღო და მოედანი საკაცით დატოვა 

სტატიის ავტორი
-