Belive

L’Equipe - ედინსონ კავანის კარიერა ლა ლიგის კლუბში გაგრძელდება

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ედინსონ კავანის პროფესიონალური საფეხბურთო კარიერა, ესპანეთის ლა ლიგის კლუბში გაგრძელდება. აღნიშნულ ინფორმაციას გავლენიანი ფრანგული გამოცემა L’Equipe ავრცელებს. წყაროს მტკიცებით, ვეტერან ურუგვაელსა და "ვილიარეალს" შორის გამართული მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია და კონტრაქტი უახლოეს დღეებში გაოფიციალურდება. ედინსონ კავანი "ყვითელ წყალქვეშა ნავთან" 1-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, რომელშიც ხელშეკრულების კიდევ 1 წლით გახანგრძლივების პუნქტიც იქნება ჩადებული. პროფესიონალური საფეხბურთო კარიერის განმავლობაში, 35 წლის კავანიმ "პალერმოს", "ნაპოლის", "პარი სენ-ჟერმენისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" ღირსება დაიცვა. გასულ სეზონში ურუგვაელმა შემტევმა "წითელი ეშმაკების" მაისურით ყველა ტურნირზე 20 მატჩში მიირო მონაწილეობა და მხოლოდ 2 გოლის გატანა შეძლო. ზაფხულში კავანიმ პრემიერ ლიგის გრანდი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა. რაც შეეხება ურუგვაის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს - კავანის ანგარიშზე, 133 მატჩში გატანილი 58 გოლია.

სხვა სტატიები