Belive

L’Equipe: ლეონარდოს ალეგრის ხილვა პსჟ-ში სურს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
L’Equipe-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა მასიმილიანო ალეგრი "პარი სენ ჟერმენში" ვიხილოთ. წყაროს მტკიცებით, პარიზული გრანდის დირექტორი პირადად არის დაინტერესებული ალეგრის გადაბირებით და იმედოვნებს, რომ სწორედ მისი გაწვრთნილი კლუბი შეძლებს ევროსარბიელზე წარმატებით ასპარეზობას. მასიმილიანო ალეგრი ევროპის ტოპ კლუბების რადარზე, "იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე გატარებული 5 წარმატებული წლის შემდეგ მოხვდა. ლეონარდოს ალეგრის ხილვა მომავალი სეზონიდან სურს, თუმცა დაინტერესების მიუხედავად, "პარი სენ ჟერმენის" პრეზიდენტი - ნასერ ალ ჰელაიფი ტუხელს ნდობას უცხადებს და ამ ეტაპზე მის შეცვლას არ გეგმავს.

სხვა სტატიები