L’Equipe – პარი სენ-ჟერმენში წმენდა იწყება

ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, პარიზულ გრანდს რამდენიმე ვარსკვლავი დატოვებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, გავლენიანი ფრანგული გამოცემა L’Equipe ავრცელებს.

L’Equipe-ს მტკიცებით, “პარი სენ-ჟერმენის” მესვეურებს, იანვარში ტრანსფერების შედეგად €100 მილიონის მიღება სურთ. მაურო იკარდი გუნდიდან წასვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია. საფრანგეთის ლიგა 1-ის გრანდმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს აქტიური კამპანია აწარმოა. პარიზელთა რიგები ისეთმა ვარსკვლავებმა შეავსეს, როგორიცაა: ლეო მესი, სერხიო რამოსი, ჯიჯი დონარუმა, ჯინი ვეინალდუმი და აჰრაფ ჰაკიმი.

ფენომენალური შენაძენების ფონზე, “პსჟ”-ს წარმომადგენლებმა ტრანსფერებით €180 მილიონის გამომუშავება განიზრახეს, თუმცა მხოლოდ €9 მილიონი მიიღეს. L’Equipe-ს მტკიცებით, პარიზელები იანვარში €100 მილიონის მიღებას გეგმავენ.

მაურო იკარდი, რაფინია, იულიან დრაქსლერი, აბუ დიალო, ტილო კერერი, ლეივინ კურზავა და სერხიო რიკო “პსჟ”-ს ინტერესებში აღარ შედიან და დიდი ალბათობით იანვარში გუნდს დატოვებენ. აღსანიშნავია, რომ იკარდის შეძენით ტურინის “იუვენტუსი” ინტერესდება.

L’Equipe – პარი სენ-ჟერმენში წმენდა იწყება

სტატიის ავტორი
-