Belive

La Gazzetta dello Sport: სარის ინგლისური კარიერა დასასრულს მიუახლოვდა?!

4 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
La Gazzetta dello Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მაურისიო სარის ინგლისური კარიერა დასასრულს მიუახლოვდა. წყაროს მტკიცებით, "ჩელსის" მესვეურები იტალიელ სპეციალისტს უახლოეს მომავალში გაათავისუფლებენ. გავლენიანი იტალიური სპორტული სააგენტოს მტკიცებით, მიუხედავად იმისა, რომ სარის გაწვრთნილი "ჩელსი" ევროპა ლიგის ფინალში გავიდა აბრამოვიჩი მაინც უკმაყოფილოა იტალიელი სპეციალისტის მუშაობით - განსაკუთრებით კი ფეხბურთელებთან და გულშემატკივრებთან მისი პრობლემატური დამოკიდებულებით. გავრცელებული ინფორმაციით, "ჩელსიდან" წასვლის შემდეგ, სარის კარიერა შესაძლოა სერია ა-ს გრანდში გაგრძელდეს. "რომა" და "მილანი" აქტიურად განიხილავენ მაურისიო სარის კანდიდატურას. "იუვენტუსის" ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ სარის გადაბირება ტურინის "იუვენტუსს" სურს. მაურისიო სარიმ განცხადება გააკეთა და ლონდონში დარჩენის სურვილი გამოხატა. “პრემიერ ლიგა შესანიშნავი ტურნირია და მომავალ წელსაც აქ დარჩენა მსურს. მინდა, რომ “ჩელსის” ისევ ვწვრთნიდე, რადგან გუნდში შესანიშნავი ფეხბურთელები მყავს. გუნდში შესანიშნავი ატმოსფეროა და დარწმუნებული ვარ, რომ მომდევნო წლებში ჩვენ “ლივერპულისა” და “სიტის” უფრო მძლავრ კონკურენციას გავუწევთ. თუმცა აქვე უნდა აღვნიშნო, რომ მოკლე პერიოდში ამ ორი გუნდის დაძლევის მცირე შანსი არსებობს. მე დრო მჭირდება. როდესაც “ნაპოლიში” სამუშაოდ მივედი, გუნდი “იუვენტუსს” 24 ქულით ჩამორჩებოდა. მომდევნო წლებში ეს ჩამორჩენა 9, 6 და 3 ქულამდე შევამცირე. დრო მომეცით და გუნდს მიზნამდე მივიყვან,” განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.

სხვა სტატიები