Belive

ლა ლიგა - ზიდანის პრიორიტეტი

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის "რეალი" ახალი სეზონისთვის ემზადება - მადრიდელები შაბათს "ლა ლიგის" ეგიდით პირველ მატჩს "სელტას" წინააღმდეგ გამართავენ. "რეალს" ესპანეთის უმაღლესი საფეხბურთო ლიგა 33-ჯერ აქვს მოგებული, რაც ესპანეთში საუკეთესო შედეგს წამოადგენს. თუმცა აღსანიშნავი ფაქტია, რომ კატალონიის "ბარსელონამ" გასული 11 წლის განმავლობაში, "ლა ლიგა" 8-ჯერ მოიგო, გასულ ორ სეზონში კი კატალონიელებმა "რეალი" 17 და 19 ქულით ჩამოიტოვეს - ჩემპიონთა ლიგაზე დომინირების მიუხედავად, ფლორენტინო პერესი ამ შედეგით კმაყოფილი ნამდვილად არ არის. ზიდანი "ლა ლიგის" პრიორიტეტად აღებაზე ჯერ კიდევ მარტში საუბრობდა, როდესაც იგი გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტს დაუბრუნდა: "ეს ურთულესი ტურნირია, თუმცა ყველაფერს ვიზამთ, რომ მომავალ წელს ესპანეთის ჩემპიონატი მოვიგოთ," განაცხადა ზიდანმა გასულ სეზონში. 21-ე საუკუნეში, "ლა ლიგის" ტურნირი "რეალს" 6-ჯერ, ხოლო "ბარსელონას" კი 10-ჯერ აქვს მოგებული. იმ შემთხვევაში, თუკი "რეალი" ესპანეთში პირველობას მიაღწევს, ზიდანი გახდება მე-8 მწვრთნელი გუნდის ისტორიაში, რომელმაც "პრიმერა დივიზიონი" მინიმუმ 2-ჯერ მოიგო.

სხვა სტატიები