Belive

ლა ლიგაში პრეზიდენტი აირჩიეს 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ხავიერ ტებასი ლა ლიგის პრეზიდენტად მესამე ვადით აირჩიეს. ტებასი თანამდებობის დაკავების ერთადერთი კანდიდატი გახლდათ, ამიტომაც, არჩევნებს ფორმალური ხასიათი ჰქონდა. 57 წლის ესპანელი ლა ლიგის მმართველის პოსტს უახლოესი 4 წლის განმავლობაში რიგგარეშე გენერალური ასამბლიის გარეშე დაიკავებს. ტებასი ლა ლიგის პრეზიდენტად 2013 წლის შემდეგ მუშაობს. ლა ლიგის მიმდინარე სეზონში, 18 ტურის შემდეგ "ბარსელონა" 38 ქულით ერთპიროვნული ლიდერია.

სხვა სტატიები