Belive

ლა ლიგის 20 ყველაზე ყურებადი მატჩიდან 15-ში ბარსელონამ ითამაშა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლა ლიგის 2021-2022 წლების სეზონში ტელემაყურებლის ყველაზე დიდ ყურადღებას ,,ბარსელონას'' მატჩები იქცევდა. ინფორმაციას Diario Sport-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ჩემპიონატის 20 ყველაზე ყურებადი შეხვედრიდან 15-ში კატალონიური გუნდი მონაწილეობდა. გარდა ამისა, ,,ბარსელონამ'' ითამაშა ხუთ ყველაზე ყურებად მატჩშიც - ორი შეხვედრა ,,რეალთან'', ორი შეხვედრა ,,სევილიასთან'' და საშინაო მატჩი ,,ვალენსიასთან''. ,,ბარსელონამ'' ლა ლიგის გასული სეზონი 73 ქულით სატურნირო ცხრილის მეორე პოზიციაზე დაასრულა და ჩემპიონ ,,რეალს'' 13 ქულით ჩამორჩა.


სხვა სტატიები