Belive

ლა ლიგის 38-ე ტურში გიორგი გაგუა ალავესის განაცხადში მოხვდა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლა ლიგის 38-ე ტურში ,,ალავესი'' ,,კადისს'' უმასპინძლებს. ბასკური გუნდის განაცხადში მოხვდა 20 წლის ქართველი შემტევი, გიორგი გაგუა, რომელმაც ესპანეთის ჩემპიონატში, შესაძლოა, სადებიუტო შეხვედრა ჩაატაროს. გაგუას ანგარიშზე 2021-2022 წლების სეზონში ,,ალავესი ბ-ს'' მაისურით ჩატარებულ 32 შეხვედრაში 6 გოლია. მისმა კლუბმა ტერსერა დივიზიონში პირველი ადგილი დაიკავა. ,,ალავესსა'' და ,,კადისს'' შორის შეხვედრა ხვალ, 22:00 საათზე გაიმართება. ბასკები ლა ლიგაში ბოლო ადგილზე გავიდნენ და სეგუნდა დივიზიონში დაქვეითდნენ.

სხვა სტატიები