Belive

ლა ლიგის 5 ფეხბურთელი, რომლებსაც ჩემპიონთა ლიგაზე სიამოვნებით ვიხილავდით

3 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
ჯერჯერობით უცნობია, დასრულდება თუ არა ლა ლიგის მიმდინარე სეზონი. ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ UEFA-ს სეზონის შეჩერების შესახებ ოფიციალური განცხადებით მიმართა. ასეთ შემთხვევაში ჩემპიონატს გამარჯვებული არ ეყოლება, ჩემპიონთა ლიგის საგზურს კი "ბარსელონა", "რეალი", "სოსიედადი" და "სევილია" მოიპოვებენ. Bleacher Report-მა ლა ლიგის ის 5 ფეხბურთელი გამოარჩია, რომელთა ხილვასაც გულშემატკივარი ჩემპიონთა ლიგაზე სიამოვნებით იხილავდა. სიაში ისეთი მოთამაშეებიც მოხვდნენ, რომლებიც მთავარ საკლუბო ტურნირზე ვერ მოხვდნენ.

ინიაკი უილიამსი

"ატლეტიკის" ფორვარდმა კონტრაქტი გასულ ზაფხულს, 2028 წლამდე გაახანგძლივა. ინაკის გამოსასყიდი თანხა 135 მილიონ ევროს შეადგენს. როდესაც უილიამსი ფორმაშია, მისი შეჩერება მცველებისთვის ურთულესი ხდება. 24 წლის ესპანელს წარმოუდგენელი სისწრაფის განვითარება შეუძლია. საერთაშორისო ტურნირებზე ინაკის თამაში პრაქტიკულად არ უწევს.

1565602108_083800_noticia_normal
 

ნაბილ ფეკირი, ბეტისი

ფეკირის ტრანსფერი "ლიონიდან" "ბეტისში" საკმაოდ მოულოდნელი აღმოჩნდა, როცა ფრანგი ფეხბურთელით "ლივერპული" ინტერესდებოდა. მსოფლიო ჩემპიონმა ლა ლიგის სადებიუტო სეზონში ძალიან ბევრჯერ დაამტკიცა, რომ უმაღლესი კლასის ფეხბურთელია. საინტერესოა, რომ "რეალ მადრიდის" მწვრთნელი, ზინედინ ზიდანი ფეკირის თამაშის დიდი თაყვანისმცემელია. ნაბილის ერთ-ერთი განსაკუთრებული მასასიათებელი ბურთთან შეხების სიმსუბუქეა. თითქოს, მას ბურთის მიღება ჯადოსნურად შეუძლია.

ინიგო მარტინესი, ატლეტიკი

ინიგო "ატლეტიკს" 2018 წლის იანვარში, 28 მილიონ ევროდ შეუერთდა. ესპანელი მცველი ბილბაოელთა ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია. მარტინესი "ატლეტიკის" დაცვის კედელია, რასაც მოწმობს ის, რომ მადრიდული კლუბების - "ატლეტიკოსა" და "რეალის" შემდეგ "ატლეტიკს" ყველაზე ცოტა, 23 გოლი აქვს გაშვებული. ამავდროულად, გადადებული ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე სერხიო რამოსის მეწყვილედ მარტინესი ხშირად გამოიყენებოდა. "ატლეტიკი" მიმდინარე შედეგებით ევროპა ლიგაზე ითამაშებს.

მარტინ ოდეგორი, სოსიედადი

"რეალისა" და "სოსიედადის" ფანებს ძალიან აინტერესებთ, სად გაატარებს ოდეგორი მომდევნო სეზონს. შეგახსენებთ, რომ ნორვეგიელის დებიუტი "ბლანკოსში" 16 წლის ასაკში შედგა, მას შემდეგ კი მარტინი სხადასხვა გუნდში გაანათხოვრეს. თულია არ მოგეწონოს ის, რასაც მარტინი მარცხენა ფეხით აკეთებს. ახლანდელი შედეგებით "სოსიედადი" ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოიპოვებს, ახალგაზრდა ნახევარმცველის ნახვა კი ამ ტურნირზე ძალიან საინტერესო იქნება.

მიკელ ოიარსაბალი, სოსიედადი მიკელი ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ ესპანელ ფეხბურთელად მიიჩნევა. მიკელს ყველაფერი აქვს - საოცარი დრიბლინგი, მოედნის ხედვა და თანაბრად ძლიერი ფეხები. 8 გოლითა და 7 ასისტით ოიარსაბალი ლა ლიგის ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიული მოთამაშეა. ოიარსაბალი "სოსიედადის" ახალგაზრდა ფეხბურთელების იმ სიაშია, რომლებმაც კლუბის თამაში მიმდინარე სეზონში ძალიან სანახაობრივი გახადეს. მიკელის ხილვა ჩემპიონთა ლიგაზეც ძალიან საინტერესო იქნება.

სხვა სტატიები