Belive

ლა ლიგის გუნდების ფეხბურთელები FIFA 20-ის ტურნირზე ითამაშებენ

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მას შემდეგ, რაც კორონავირუსის პანდემიის გამო საფეხბურთო ჩემპიონატები შეჩერდა, ფეხბურთელები თვითიზოლაციაში იმყოფებიან და სახლში ვარჯიშობენ. ესპანელი ინტერნეტ სელებრითის, იბაი ლანოსის ინიციატივით, ლა ლიგის კლუბები ვიდეოთამაშ  FIFA 20-ის ტურნირში მიიღებენ მონაწილეობას. როგორც ცნობილია, თითოეულ გუნდს ერთი კონკრეტული ფეხბურთელი წარმოადგენს. ბარსელონა: სერხი რობერტო რეალი: მარკო ასენსიო სევილია: სერხიო რეგილონი სოსიედადი: ადნან იანუზაი ხეტაფე: ჯეისონ რემესეირო ატლეტიკო: მარკოს ლორენტე ვალენსია: კარლოს სოლერი ვილიარეალი: მანუ მორლანესი გრანადა: ხოსე ანტონიო მარტინესი ატლეტიკი: გორკა გურუსეტა ოსასუნა: რუბენ გარსია ბეტისი: ბორხა იგლესიასი ლევანტე: კარლოს კლერკი ალავესი: ლუკას პერესი ვალიადოლიდი: პედრო პორო ეიბარი: ედუ ესპოსიტო სელტა: კევინ ვასკესი მალიორკა: ალექს პოზო ლეგანესი: აიტორ რუიბალი ესპანიოლი: ადრი ემბარბა ტურნირი FIFA 20-ში პარასკევს დაიწყება და კვირის ჩათვლით გაგრძელდება.

სხვა სტატიები