Belive

ლა ლიგის მატჩები აშშ-სა და კანადაში გაიმართება

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ესპანურმა ლა ლიგამ საერთაშორისო სპორტულ მედიაჯგუფ Relevent-თან ხელშეკრულება გააფორმა. თანამშრომლობის მთავარი მიზანია ესპანური ფეხბურთის პოპულარიზაცია ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადაში. კონტრაქტის ხანგრძლივობა 15 წლით განისაზღვრა. პრიმერას ხელმძღვანელობა და Relevent გეგმავენ, რომ ესპანეთის ჩემპიონატის მინიმუმ ერთი მატჩი ჩრდილოეთ ამერიკაში გაიმართოს. მხარეები არ აზუსტებენ, რომელი კლუბები ჩავლენ აშშ-სა და კანადაში, თუმცა იგეგმება, რომ ეს იქნება ერთ-ერთი გრანდი – „რეალი“, „ბარსელონა“ ან „ატლეტიკო“. ამ ეტაპზე ლა ლიგა და Relevent არ აზუსტებენ, სად გაიმართება მატჩები, მაგრამ დიდი ალბათობით, პირველ თამაშს მაიამი უმასპინძლებს. ამასთან, Relevent-ის პრეზიდენტი ფლობს NFL-ის კლუბ “მაიამი დოლფინზს” და Hard Rock Stadium-ს. 2018 წელს, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ პირველად ჩაატარა ესპანეთის სუპერთასი ქვეყნის ფარგლებს გარეთ – "ბარსელონა" და "სევილია" მაროკოში შეხვდნენ ერთმანეთს. 2018-2019 წლების ლა ლიგის გათამაშება 17 აგვისტოს დაიწყება.

სხვა სტატიები