Belive

ლა ლიგის პირველი მატჩი რომელიც აშშ-ში გაიმართება

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბარსელონა" ლა ლიგის პირველი გრანდი იქნება, რომელიც მატჩს ესპანეთს მიღმა გამართავს. იანვარში, ლა ლიგის ეგიდით გასამართ შეხვედრაში, "ჟირონა" - "ბარსელონას" აშშ-ში დაუპირისპირდება. გავრცელებული ინფორმაციით, "ჟირონა" - "ბარსელონას" დაპირისპირება მაიამიში გაიმართება. ლა ლიგის წარმომადგენლებმა 15 წლიან შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომლის თანახმადაც, სეზონის მანძილზე მინიმუმ ერთი შეხვედრა ესპანეთს მიღმა ჩატარდება. კატალონიური გუნდების დაპირისპირება, 29 იანვარს გაიმართება. L'Esportiu-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გულშემატკივრებს, რომელთაც აღნიშნული მატჩისათვის ესპანეთში დასასწრები ბილეთები უკვე ჰქონდათ შეძენილი, თანხა უკან დაუბრუნდებათ.

სხვა სტატიები