Belive

la Repubblica - ნაპოლის კვარას გარეშე თამაში არ შეუძლია!

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
პრესეზონზე გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში, “ნაპოლისა” და თურქული “ადანასპორის” დაპირისპირება შედგა - მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა. ნეაპოლიტანური კლუბის მხრიდან ორივე გოლის ავტორი ირვინგ ლოზანო გახდა. აღსანიშნავია, რომ ლოზანომ პირველი გოლი ხვიჩა კვარაცხელიას გადაცემის შემდეგ გაიტანა. შეცვლაზე შესულმა კვარაცხელიამ, ლოზანო ულამაზესი საგოლე გადაცემით მოამარაგა – ამ უკანასკნელმა კი თანაგუნდელის გარჯა გატანილი გოლით დააფასა. "ნაპოლისა" და "ადანასპორის" მატჩს გავლენიანი იტალიური მედია საშუალება la Repubblica გამოეხმაურა. ავტორიტეტული გამოცემა ნეაპოლელთა ქართველი ახალწვეულით აღფრთოვანებულია და აღნიშნავს, რომ "ნაპოლის" ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე თამაში არ შეუძლია.
"ვინგერმა (კვარაცხელია) შესანიშნავი მოძრაობებით მოწინააღმდეგე ჩამოიშორა და საჯარიმოში ჩააწოდა, რომელსაც ლოზანო გამოეხმაურა და გოლად გარდაქმნა. "ნაპოლის" გულშემატკივრები მსგავს კომბინაციას ინსინიესა და კალეხონისგან იყვნენ მიჩვეული, თუმცა, ახლა სხვა ვითარებაა. კვარაცხელიამ და ლოზანომ ბრწყინვალე კოლაბორაცია შექმნეს. ქართველმა მომენტი შექმნა - მექსიკელმა კი დააგვირგვინა. "ადანასპორის" წინააღმდეგ გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში, ეს იყო ერთადერთი გამორჩეული მომენტი, რომელიც "ნაპოლიმ" შექმნა. სპალეტის დიდი თავისტკივილი ელის, რადგან "ნაპოლი" ტოვებს იმ გუნდის შთაბეჭდილებას, რომელსაც კვარაცხელიას გარეშე თამაში არ შეუძლია. მას აქვს ტემპი და ბრწყინვალე აჩქარება. კვარაცხელიამ საგოლე გადაცემა შეასრულა და პარალელურად, რამდენჯერმე დარტყმაც მოახერხა".

სხვა სტატიები