Belive

ლადო დვალიშვილმა კარიერა დაასრულა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლადო დვალიშვილმა დღეს საფეხბურთო კარიერა დაასრულა - ინფორმაციას "დინამო ბათუმის" ოფიციალური გვერდი ავრცელებს. საქართველოს ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა აღნიშნული გადაწყვეტილება 34 წლის ასაკში მიიღო. როგორც ცნობილია, "ლეგიას", "პოგონის", "ოდენსეს", "მაკაბის", "საბურთალოს", "დინამო თბილისის", "ატირაუსა" და "აშკელონის" ყოფილი ფეხბურთელი "დინამო ბათუმში" დარჩება და ის კლუბში სპორტული დირექტორის პოზიციაზე იმუშავებს. ლადო "ლეგიასთან" ერთად პოლონეთის ჩემპიონი 2-ჯერ, ხოლო პოლონეთის თასის გამარჯვებული ერთხელ გახდა. გარდა ამისა, დვალიშვილმა "მაკაბის" რიგებში ისრაელის ჩემპიონატი მოიგო, "საბურთალოს" შემადგენლობაში კი ეროვნული ლიგის ტიტულს დაეუფლა. 34 წლის დვალიშვილმა საქართველოს ნაკრებში 43 მატჩი ჩაატარა და 6 გოლის გატანა მოახერხა. რაც შეეხება საკლუბო კარიერას, ქართველი ფეხბურთელის ანგარიშზე 366 შეხვედრაში 118 გოლია.  

სხვა სტატიები