Belive

ლაიფციგმა ანხელინო გამოისყიდა

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
"ლაიფციგმა" "მანჩესტერ სიტისგან" ესპანელი მცველი ანხელინო გამოისყიდა და ფეხბურთელს 4,5-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა. ანხელინო გერმანულ კლუბს იჯარის წესით 2020 წლის იანვრში "მანჩესტერ სიტისგან" შეუერთდა. ზაფხულში იჯარის გახანგრძლივების გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ამავდროულად, შეთანხმებაში გათვალისწინებული იყო პუნქტი, რომელიც "ლაიფციგს" მოთამაშის გამოსყიდვას ავალდებულებდა, თუ ანხელინო გუნდის შემადგენლობაში განსაზღვრული რაოდენობის მატჩებს ჩაატარებდა. იმისათვის, რომ შეთანხმებაში გათვალისწინებული პუნქტი ამოქმედებულიყო, მარცხენა ფლანგის მცველს გუნდის შემადგენლობაში 12 შეხვედრა უნდა ჩაეტარებინა (ნებისმიერ ტურნირზე), 12 შეხვედრიდან 5 სეზონის მე-2 ნახევარში უნდა ყოფილიყო. გამომდინარე იქიდან, რომ პარასკევს "აუგსბურგთან" გამართულ შეხვედრაში, სადაც "ლაიფციგმა" 2:1 მოიგო, ესპანელი მცველიც მონაწილეობდა, შეთანხმებაში გათვალისწინებული პუნქტის ასამოქმედებლად ყველა პირობა იქნა შესრულებული/ შესაბამისად, "ლაიფციგს" ანხელინოს სანაცვლოდ 15,8 მილიონი ფუნტი სტერლინგის გადახდა მოუწია. ანხელინოსა და გერმანულ კლუბს შორის 4,5-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა. უნდა აღინიშნოს, რომ ანხელინო "ლაიფციგს" მშვენივრად შეეწყო და  იულიან ნაგელსმანის გუნდისთვის ესპანელი მცველი ერთ-ერთი წამყვანი ფიგურაა. ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში ანხელიონომ 20 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 4 გოლის გატანაც შეძლო. ცნობისთვის, სწორედ ანხელინომ შეიტანა მნიშვნელოვანი წვლილი "ლაიფციგის" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე მოხვედრაში. ჯგუფური ეტაპის გადამწყვეტ შეხვედრაში ესპანელმა მცველმა "მანჩესტერ იუანიტედის" წინააღმდეგ შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა და თავი გატანილი გოლითა და საგოლე გადაცემით გამოიჩინა. "ლაიფციგმა" "იუნაიტედს" 3:2 მოუგო და ჯგუფშიც ჩატოვა. ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში "ლაიფციგს" 21 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ 44 ქულა აქვს და მე-2 პოზიციაზე იმყოფება. შეგახენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ესპანელი მცველის გუნდი "ლივერპულს" დაუპირისპირდება.  

სხვა სტატიები