Belive

ლაიფციგს ახალი მწვრთნელი ჰყავს | ნაგელსმანი მარშმა ჩაანაცვლა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მომდევნო სეზონიდან, "ლაიფციგს" ახალი მწვრთნელი ეყოლება: გერმანულ კლუბს ჯესე მარში გაწვრთნის. ამერიკელი სპეციალისტი ამჟამად "რედ ბულ ზალცბურგში" მუშაობს, თუმცა 2021/2020 წლების სეზონიდან, ბუნდესლიგაში გადაინაცვლებს. აღნიშნული ინფორმაცია თავად "ლაიფციგმაც"დაადასტურა. შეგახსენებთ, რომ 1 კვირის წინ, გუნდი უილიან ნაგელსმანმა დატოვა, რომელმაც "ბაირნში" ჰანსი ფლიკი ჩაანაცვლა. ჯესე მარშთან "ლაიფციგმა" კონტრაქტი 2023 წლამდე გააფორმა.
"ჩვენ საუკეთესო ვარიანტი შევარჩიეთ. ჯესე მარში საოცნებო კანდიდატი იყო ამ პოზიციაზე. იგი კარგად იცნობს ჩვენს გუნდსა და მის ფილოსოფიას. ამასთან, მარში ძალიან პოზიციური და ამბიციური ადამიანია და მას შეუძლია, თავისი ენერგია სხვა ადამიანებს გადასცეს", - განაცხადა "ლაიფციგის" გენერალურმა დირექტორმა, ოლივერ მინცლაფმა.

სხვა სტატიები