Belive

ლამპარდი, ალეგრი, ტენ ჰაგი და სხვები - ვის ჩააბარებენ ჩელსის?

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლონდონის "ჩელსის" შესაძლოა ახალი სეზონიდან ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავდეს. მაურისიო სარი ჯერ ისევ "არისტოკრატების" თავკაცია. მან გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე გაიყვანა და ევროპა ლიგა მოაგებინა. ამის მიუხედავად, მის წასვლაზე საუბარი აქტიურად მიმდინარეობს. იტალიელ სპეციალისტს "იუვენტუსს" უკავშირებენ. სახელდება იმ სპეციალისტთა კანდიდატურები, რომლებიც მომავალი სეზონიდან "ჩელსის" მთავარ მწვრთნელად მოიაზრებიან. ფრენკ ლამპარდი, მასიმილიანო ალეგრი, სტივ ჰოლანდი, ერიკ ტენ ჰაგი, ნუნო სანტო და ხავი გარსია. აქედან რომელიმემ შესაძლოა "ჩელსი" ჩაიბაროს. ფრენკ ლამპარდი "დერბი ქაუნთის" მთავარი მწვრთნელია და მას მხოლოდ ერთი ნაბიჯი დააკლდა ჩემპიონშიპიდან პრემიერ ლიგაში გადმოსასვლელად. ის "ჩელსის" ლეგენდაა. მასიმილიანო ალეგრი "იუვენტუსიდან" წავიდა და ამჟამად უმუშევარია. მას "ბებერ ქალბატონში" საკმაოდ წარმატებული კარიერა ჰქონდა. საოცარი სეზონი ჩაატარა "აიაქსმა", რომლის მთავარი მწვრთნელი, ერიკ ტენ ჰაგიც "ჩელსის" მწვრთნელობის ერთ-ერთი კანდიდატია. "ჩელსი" ლიდერმა, ედენ აზარმა დატოვა. ბელგიელი მომავალი სეზონიდან მადრიდის "რეალში" ითამაშებს. დატოვებს თუ არა მაურისიო სარი გუნდს და თუ ვინ ჩაიბარებს მისი წასვლის შემდეგ "ჩელსის", ამას მალე გავიგებთ.  

სხვა სტატიები