Belive

ლამპარდი: "ეს არის ფეხბურთი, პატივისცემა აიაქსს" 

4 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ლონდონის ჩელსის მთავარმა მწვრთნელმა ფრენკ ლამპარდმა "აიაქსთან" გამართული ბრწყინვალე მატჩი (4:4) შეაფასა. "ძალიან რთულია ასეთი მატჩის შესახებ რამე თქვა. როგორ უნდა გავაანალიზოთ ეს ყველაფერი. გიჟური შეხვედრა იყო. ვფიქრობ ჩვენი მიზანი მხოლოდ ესაა - ხალხის გართობა. ყველამ ვინც ამ მატჩს უყურა, იტყვის: "აი ეს არის ფეხბურთი". დიდი პატივისცემა ჩემგან "აიაქსს", რომელმაც ასეთი წარმოდგენა შემოგვთავზა.  შესვენების დროს ვთქვი, რომ ეს შეხვედრა 3:3 ან 4:4 დასრულდებოდა - მივხვდი, რომ ჩვენ ისევ თამაშში ვიყავით. ვიცი, რომ ჩვენ შეტევაში ძლიერები ვართ და ვგრძნობდი, რომ გოლების გატანა კვლავაც შეგვეძლო.  მთლიანობაში, შედეგით კმაყოფილი მაინც არ ვარ. ეს ჩემპიონთა ლიგაა და აქ ამდენი შეცდომის დაშვება არ შეიძლება.  წითელი ბარათების შესახებ საუბარი არ მსურს, რადგან ეს ეპიზოდები კარგად არ მინახავს. შესვენებაზე ფრე რომ შემოგეთავაზებინათ, დავთანხმდებოდი, თუმცა ახლა იმედგაცრუებული ვარ, რადგან შანსები ვერ გამოვიყენეთ, თანაც მსაჯმა მხოლოდ 3 წუთი დაამატა, მაშინ როცა თავისუფლად შეეძლო ტაბლოზე 10 ეჩვენებინა",-თქვა ლეგენდარულმა ინგლისელმა ნახევარმცველმა. H ჯგუფში, "ჩელსის", "აიაქსს" და "ვალენსიას" თანაბარი - 7-7 ქულა აქვთ, თუმცა ბურთების შეფარდების უკეთესი მაჩვენებლით პირველ პოზიციაზე ამსტერდამული გრანდია.

სხვა სტატიები