Belive

ლამპარდი კეპას ლა ლიგაში უშვებს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
სატრანსფერო პერიოდის გახსნის შემდეგ შემადგენლობის გადახალისებისა და გაძლიერების მსურველი კლუბები სულ უფრო აქტიურდებიან. ამჯერად საქმე ეხება, კეპა არიზაბალაგას, რომელიც "ჩელსის" მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით შესაძლოა იჯარის წესით გასხვისდეს. ფრენკ ლამპარდმა გადაწყვიტა, რომ 25 წლის კიპერს მომდევნო სეზონში ლა ლიგაში გაასხივსებს, კერძოდ კეპა "სევილიას" კარს დაიცავს. სატრანსფერო დეტალები ამ დროისათვის უცნობია, თუმცა წყაროს ცნობით ვიცით, რომ არიზაბალაგა, რომელიც "ჩელსისგან" კვირაში 150,000 ფუნტს იღებს, შესაძლოა ესპანური კლუბისაგან ნაკლები აიღოს. არიზაბალაგას "ჩელსის" რიგებში 90 შეხვედრა აქვს ჩატარებული, რა დროშიც 99 გოლი მიიღო, თუმცა აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში მან საკუთარი კარი მშრალად 31 მატჩის განმავლობაში შეინახა.

სხვა სტატიები