Belive

ლამპარდი: "ფავორიტები არ ვართ!"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა ფრენკ ლამპარდმა სეზონის დარჩენილ ნაწილში თავისი გუნდის შანსების შესახებ ისაუბრა. "წინ ჯერ კიდევ ბევრი მატჩია. ჩვენი მდევარი "მანჩესტერ იუნაიტედი" კარგ ფორმაშია. იანვარში მათმა გაძლიერებამ საუკეთესო ოთხეულში მოხვედრის შანსები კიდევ უფრო გაზარდა.  ახლა, მეოთხე და მეხუთე ადგილს შორის განსხვავება ძალიან დიდი აღარ არის. ადრე ვთქვი, რომ ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრის ფავორიტები არ ვიყავით და ამან ბევრი გააკვირვა, ახლაც იმავე აზრზე ვრჩები.  ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს. პრობლემები უნდა გამოვასწოროთ და ქულების დაგროვება შევძლოთ",-თქვა "ატრისტოკრატების" 41 წლის ლეგენდამ.

სხვა სტატიები