Belive

ლამპარდი საქმიანობას უბრუნდება? | ფრენკი შესაძლოა კვლავ პრემიერ ლიგაში ვიხილოთ

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლონდონის "ჩელსის" ყოფილ მთავარი მწვრთნელი, ფრენკ ლამპარდი, შესაძლოა საქმიანობას დაუბრუნდეს: ბრიტანული The Telegraph-ის თანახმად, "კრისტალ პალასის" ხელმძღვანელობა ლამპარდს როი ჰოჯსონის შემცვლელად განიხილავს. 42 წლის ლამპარდი იანვრის შემდეგ უკლუბოდაა: "ჩელსის" ხელმძღვანელობამ იგი იანვარში გაათავისუფლა. როი ჰოჯსონს "კრისტალ პალასთან" კონტრაქტი მიმდინარე წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ცნობილია, რომ მასთან სამომავლო თანამშრომლობა არ განიხილება. ლამპარდის სახელს ინგლისის U21 ნაკრებსაც უკავშირებდნენ, თუმცა ინგლისური წყაროების მტკიცებით, ლამპარდი საკლუბო საქმიანობაზეა ორიენტირებული.

ასევე იხილეთ: ტუხელი: “ფინალში ჩელსის გასვლაში ლამპარდს დიდი წვლილი მიუძღვის”

სხვა სტატიები