Belive

ლამპარდის პირველი კომენტარი ჩელსიში დაბრუნების შემდეგ

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
რამდენიმე წუთის წინ, ოფიციალურად დადასტურდა, რომ ფრენკ ლამპარდი "ჩელსიში" დაბრუნდა. ლონდონელთა ლეგენდა მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე იმუშავებს. ლამპარდმა "ჩელსისთან" 3 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, წელიწადში კი ხელფასის სახით 5 მილიონ ევროს მიიღებს. ფრენკმა "ჩელსიში" მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა: "აქ დაბრუნებით ძალიან ამაყი ვარ. ჩემი და ამ გუნდის სიყვარული ყველასთვის ცნობილია. საქმეზე ფოკუსირებულმა მომდევნო სეზონისთვის მზადება უნდა დავიწყო. "ჩელსიში" ვარ იმისთვის, რომ ვიმუშავო ბევრი და გუნდს დიდი წარმატება მოვუტანო. სეზონის დაწყებამდე ვეღარ ვიცდი," - თქვა ლამპარდმა.

სხვა სტატიები