Belive

ლამპარდისა და მოურინიოს შელაპარაკება - რა უთხრა პორტუგალიელმა ფრენკს?

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ინგლისის თასის მერვედფინალში "ტოტენჰემმა" "ჩელსი" პენალტების სერიაში დაამარცხა. შეხვედრაში ლამპარდის გუნდი მე-19 წუთზე დაწინაურდა, რის შემდეგაც ფრენკსა და მოურინიოს შორის შეკამათება დაიწყო. პორტუგალიელმა სპეციალისტმა "ჩელსის" თავკაცს პრემიერლიგის გასული ტურის მატჩი გაახსენა. შეგახსენებთ, რომ "არისტოკრატები" "ვესტ ბრომვიჩთან" 0:3-ს აგებდნენ, თუმცა თამაშის შემოტრიალება მოახერხეს. რაც შეეხება დღევანდელ ინციდენტს, მწვრთნელებმა ერთმანეთთან საუბარში უსიამოვნო სიტყვები გაცვალეს.
"ჯანდაბა, ფრენკ. როდესაც 0:3-ს მარცხდებით, აქ არ დგახარ ხოლმე," - უთხრა მოურინიომ ინგლისელს.

სხვა სტატიები