Belive

ლამპარდმა დაადასტურა: 3 ახალწვეული პრემიერლიგის სტარტს გამოტოვებს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
პრემიერლიგის ახალი სეზონის პირველ მატჩს "ჩელსი" დანაკლისით ხვდება. ლონდონელთა ზაფხულის ახალწვეულები: ტიაგო სილვა, ბენ ჩილველი და ჰაკიმ ზიეჩი "ბრაიტონთან" ვერ ითამაშებენ. ფრენკ ლამპარდმა ამის შესახებ წინასამატჩო  პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
"ზიეჩმა 10 დღის წინ ამხანაგურ მატჩში მუხლის ტრავმა მიიღო და თამაშისთვის მზად არ იქნება. საბედნიეროდ, რამდენიმე კვირის ამბავია, რათა მაროკოელი საქმეში ვიხილოთ. "იგივე პრობლემა აქვს ჩილველს, რომელიც ფიტნესზე ვარჯიშობს და ბრაიტონთან ისიც არ იქნება. ბენი განვითარდა და გაუმჯობესდა, რაც კარგი სიახლეა. რაც შეეხება ტიაგო სილვას, ბრაზილიელი ფეხბურთელი ლონდონშია, თუმცა გუნდთან ერთად არ ვარჯიშობს. შესაბამისად, ვეჭვობ, რომ ის "ბრაიტონთან" იქნება. ახალწვეულებთან დაკავშირებით ამჟამად ასეთი მდგომარეობა გვაქვს," - თქვა ლამპარდმა.

სხვა სტატიები