Belive

ლანჩხუთის 4 სავარაუდო მეტოქე ჩემპიონთა ლიგაზე ცნობილია

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
რამდენიმე დღის წინ "ლანჩხუთმა" ქართული ფეხბურთის ისტორია დაწერა - ახალგაზრდა ფეხბურთელებით დაკომპლექტებულმა ქალთა გუნდმა სტუმრად "ოლიმპია კლუჟი" 0:1 დაამარცხა. "ლანჩხუთი" გახდა პირველი ქართული კლუბი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზე გავიდა. ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალის წილისყრა ხვალ გაიმართება, სადაც "ლანჩხუთის" 4 სავარაუდო მეტოქე გახდა ცნობილი: "კაზიგიურტი" (ყაზახეთი) ვოლფსბურგი" (გერმანია) "კვინერი" (ნორვეგია) "როსენგარდი" (შვედეთი) აღსანიშნავია, რომ "ლანჩხუთის" ერთ-ერთი პოტენციური მეტოქე "ვოლფსბურგი" გასული სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალისტია. გერმანელები ფინალში "ლიონთან" დამარცხდნენ. გუნდი, UEFA-ს კოეფიციენტის მიხედვით, ევროპაში მეორეა. ქალთა ჩემპიონთა ლიგის ეს სეზონი ჯგუფური ეტაპის გარეშე გაიმართება. პლეი-ოფის შეხვედრები კი ორრაუნდიანი იქნება. "ლანჩხუთი" პირველ თამაშს 9/10 დეკემბერს, ხოლო საპასუხოს 15/16 დეკემბერს გამართავს.

ასევე იხილეთ: ისტორიული გამარჯვება – ლანჩხუთი ჩემპიონთა ლიგაზეა!

სხვა სტატიები