Belive

ლაპორტა: "ბარსელონას იმაზე უარესი ფინანსური პრობლემები აქვს, ვიდრე ველოდებოდი"

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ევრო 2020-ის მიმდინარეობისა და სამომავლო ტრანსფერების მოლოდინში ყოფნის პერიოდში, "ბარსელონას" გულშემატკივარი პრეზიდენტისგან იგებს, რომ გუნდის ფინანსური მდგომარეობა სავალალო მდგომარეობაშია. ლაპორტამ პრეზიდენტის პოსტი მარტში დაიკავა - მან ჟოზეპ მარია ბართომეუ ჩაანაცვლა, რომელმაც გუნდი მძიმე ფინანსური პრობლემებით დატოვა. ბართომეუს მმართველობა არასწორ მენეჯმენტთან, გაფლანგულ თანხებთან, უდიდეს სატრანფერო ბიუჯეტთან, ლა მასიას დავიწყებასთან, ლუის სუარესის კონკურენტ გუნდში 6 მილიონად გაშვებასთან და რაც მთავარია, ლიონელ მესისთან კონფლიქტთან ასოცირდება. "ბარსელონაში" მოსვლისთანავე, ლაპორტა ამბობდა, რომ ფინანსურ პრობლემებს აუცილებლად მოაგვარებდა, თუმცა მისი უახლესი განცხადების თანახმად, გუნდის ფეხზე წამოყენება გაცილებით რთული პროცესი იქნება.
"კლუბში იმაზე უარესი მდგომარეობაა, ვიდრე ველოდებოდი. ჩვენ გვაკავშირებს კონტრაქტები, რომლებიც გარკვეულ ჩარჩოებში გვაქცევს", - აღნიშნა ლაპორტამ და პრობლემის გამოსწორების პროცესში, გულშემატკივარს მეტ გამჭვირვალობას დაპირდა.
"ბარსელონას" მსოფლიოში ყველაზე მსხვილი სახელფასო ბიუჯეტი აქვს, რაც კლუბს მძიმე ტვირთად აწევს. პრეზიდენტის თქმით, უახლოეს მომავალში მისი რესტრუქტურიზაცია იგეგმება, რადგან კლუბის ხარჯები შემოსავალს მნიშვნელოვნად აღემატება. აღსანისნავია, რომ ლაპორტას კიდევ ერთი დიდი პრობლემა აქვს მოსაგვარებელი: ლიონელ მესის კონტრაქტი ეწურება, თუმცა არგენტინელის პასუხი ჯერჯერობით უცნობია.:
ძალიან მინდა, რომ მესიმ პასუხი რაც შეიძლება მალე გვითხრას, ეს ჩვენ ყველა მიმართულებით დაგვეხმარება", - განაცხადა ლაპორტამ.

სხვა სტატიები