Belive

ლაპორტა: "ბართომეუ ყველაფერს მალავს და მაფიოზურ მეთოდებს იყენებს"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბარსელონას" ყოფილმა პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ მისი პოსტის ამჟამინდელი დამკავებლის ხოსეპ მარია ბართომეუს შესახებ გავრცელებული სიახლის შესახებ ისაუბრა. "ბლაუგრანას" მოქმედ მმართველს მედია სოციალურ ქსელებში ყალბი ანგარიშების შექმნასა და დადებითი რეპუტაციის შექმნაში ადანაშაულებს. "უბრალოდ აღმაშფოთებელია ის ფაქტი, რომ ეს ხალხი საკუთარი ბინძური საქმეების დასაფარად მაფიოზურ ხერხებს იყენებს და კლუბის იმიჯს არცხვენს. ამ ყველაფერმა მათი არაკომპეტენტურობა კიდევ ერთხელ აჩვენა, ისინი პანიკაში არიან და ცდილობენ ყველაფერი დამალონ. ისინი უნდა გადადგნენ",-თქვა ლაპორტამ. ლაპორტა "ბარსელონას" პრეზიდენტი 2003-10 წლებში იყო და ეს კლუბის ისტორიაში ყველაზე წარმატებული პერიოდი იყო.

სხვა სტატიები