Belive

ლაპორტა: "ჩემი პრეზიდენტობის დროს მადრიდის რეალმა ჩემპიონთა ლიგა ერთხელაც ვერ მოიგო"

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ჟოან ლაპორტა კატალონიის 2003-2010 წლებში "ბარსელონას" პრეზიდენტის პოსტს იკავებდა და დაკისრებულ პასუხისმგებლობასა და მოვალეობას, შეიძლება ითქვას ღირსეულადაც უმკლავდებოდა - სწორედ მისი ხელმძღვანელობის პერიოდს დაემთხვა გუნდის "ოქროს ხანა", როდესაც გუნდმა ჩემპიონთა ლიგა 2-ჯერ, ლა ლიგა კი 4-ჯერ მოიგო. კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე "ბარსელონას" პრეზიდენტის არჩევნები გადაიდო, სადაც მთავარ კანდიდატად კვლავ ჟოან ლაპორტა მოიაზრება.
"ჩემი პრეზიდენტობის დროს მადრიდის "რეალმა" ჩემპიონთა ლიგა ერთხელაც ვერ მოიგო, ჩვენ შესანიშნავი სეზონები გვქონდა და ვეცდები, რომ დაბრუნების შემთხვევაში ისევ ისეთი რეალობა დადგეს"  "მთავარი მიზანი მექნება ის, რომ გუნდი დაუბრუნდეს იმ მწვერვალებს რაზეც ჩემი პრეზიდენტობის პერიოდში იყო"  "რაც შეეხება მესის, როგორც ვიცი პარიზული გრანდი მისი გადაბირებით ინტერესდება, თუმცა მე უკვე მქონდა მათთან კომუნიკაცია საკითხთან დაკავშირებით და ვიმედოვნებ, რომ ფრანგები პატივს დაგვდებენ და ჩვენი გუნდის დესტაბილიზაციას არ შეეცდებიან" 
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ლაპორტა პრეზიდენტის არჩევნებში მთავარ ფავორიტად მოიაზრება, თუმცა ესპანელი მიიჩნევს, რომ კონკურენტების დაუფასებლობა არასწორი ნაბიჯი იქნება.
"ჩვენ არჩევნებში მონაწილეობას გამარჯვებულის მენტალიტეტით ვიღებთ, რადგან გამარჯვებისთვის ძალიან ბევრს ვშრომობთ. თუმცა თავს არც ფავორიტად და არც გამარჯვებულად არ დავასახელებ, რადგან ეს კონკურენტების უპატივცემულობა იქნება", - განაცხადა ლაპორტამ.
კატალონიური კლუბის საპრეზიდენტო არჩევნები 7 მარტს არის ჩანიშნული.

ასევე იხილეთ: სპეციალურად ელ კლასიკოსთვის – ბარსელონა ახალი ფორმით ითამაშებს

სხვა სტატიები