Belive

ლაპორტა: "იმედი მქონდა რომ მესი უფასოდ თამაშის ინიციატივას გამოთქვამდა"

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბარსელონას" პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ ლეო მესის შესახებ საინტერესო და მოულოდნელი განცხადება გააკეთა. როგორც ჩანს, ლაპორტას თავად არგენტინელი ფეხბურთელის იმედი ჰქონდა. ლა ლიგასთან შეთანხმების ჩაშლის შემდეგ ჟოანი იმედოვნებდა, რომ მესი ანაზღაურების გარეშე ითამაშებდა.
"ის, რისი იმედიც მქონდა, იყო, რომ მესი აზრს შეიცვლიდა და უფასოდ თამაშის ინიციატივას გამოთქვამდა. ლა ლიგას ამის საწინააღმდეგო არაფერი ექნებოდა. "ბარსელონას" ფინანსური  მდგომარეობის გამოსწორება სჭირდებოდა, შემდეგ კი ლეო კუთვნილ ანაზღაურებასაც მიუღებდა," - თქვა ლაპორტამ.

სხვა სტატიები