Belive

ლაპორტა | მთავარი პრიორიტეტი მესის შენარჩუნებაა

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
კატალონიური გრანდის ყოფილი პრეზიდენტი - ხუან ლაპორტა იმედოვნებს, რომ არგენტინელი სუპერვარსკვლავი "ბლაუგრანას" ღირსებას კიდევ მრავალი წლის განმავლობაში დაიცავს. ლაპორტას სურს, რომ მესიმ განახლებული "კამპ ნოუ" იხილოს და კლუბის 125 წლის იუბილეზე კვლავ "ბარსელონას" რიგებში ირიცხებოდეს. კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე 6 თვით ადრე, მესის გარშემო სპეკულაციების ახალი ტალღა აგორდა. ხუან ლაპორტას მტკიცებით, "ბარსელონას" პრეზიდენტად კვლავ არჩევის შემთხვევაში, მესის შენარჩუნება მისი მთავარი პრიორიტეტი იქნება. "ვიმედოვნებ, კლუბის დაარსების 125 წლისთავს განახლებულ "კამპ ნოუზე" მესისთან ერთად აღვნიშნავთ. სტადიონის სიტუაცია საკმაოდ რთულია, რადგან რეკონსტრუქციას დაახლოებით 2 წელი დასჭირდება. სტადიონთან შედარებით, მესის საკითხი გაცილებით მარტივია. საოცრად კარგი იქნება საიუბილეო თარიღის მესისთან ერთად აღნიშვნა. პრეზიდენტად კვლავ არჩევის შემთხვევაში, ჩემი მთავარი პრიორიტეტი მესის შენარჩუნება იქნება. მესიმ მკაფიოდ დააფიქსირა, რომ "ბარსელონას" მაისურით ჩემპიონთა ლიგის მოგება სურს - ჩვენი მოვალეობაა ამისათვის საჭირო ყველა პირობა შევუქმნათ და მესი მიზნის მიღწევის შესაძლებლობაში დავარწმუნოთ. სხვადასხვა დროს, "ბარსელონას" მაისურით უამრავ გამორჩეულ ფეხბურთელს უასპარეზია, მაგრამ მესი განსაკუთრებულია. ის საუკეთესოა - შეიძლება ითქვას, რომ ისტორიაში საუკეთესო, სწორედ ამიტომაცაა მესი შეუფასებელი. იმ შემთხვევაში თუ მესის დაყოლიებას ვერ შევძლებთ, საწყენი იქნება მაგრამ ალტერნატივების ძებნა მოგვიწევს. ვაანალიზებთ, რომ ადრე თუ გვიან მის გარეშე მოგვიწევს გაგრძელება. კარიერის დასრულებაზე, ჯერ კიდევ ადრეა საუბარი - თუმცა ადრე თუ გვიან ყველა ფეხბურთელის კარიერა სრულდება, მაგრამ "ბარსელონა" გრძელდება. კლუბის განახლებასა და ახალი ფეხბურთელების მოყვანაზე უკვე ვმუშაობთ", - აღნიშნა ხუან ლაპორტამ.  

სხვა სტატიები