Belive

ლაპორტა მესის: "ვერ დაგვტოვებ, ჩვენ გვიყვარხარ"

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბარსელონას" ახალმა პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ ინაუგურაციაზე, რომელსაც 300 ადამიანი დაესწრო, მესის მიმართა. ცერემონიაზე კატალონიელთა კაპიტანი, ლეო მესიც იმყოფებოდა.
"ამ მდგომარეობას უნდა გავუმკლავდეთ, აუცილებლად ვეცდებით, რომ მესი დარჩენაში დავარწმუნოთ. ბოდიში, ლეო, გუნდის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელის შესანარჩუნებლად ყველაფერს გავაკეთებ. შენ იცი, რომ მე და "ბარსელონას" ძალიან გვიყვარხარ, ამიტომ, არ შეგიძლია, რომ დაგვტოვო," - უთხრა ლაპორტამ არგენტინელს.
შეგახსენებთ, რომ ოქროს ბურთის ექვსგზის მფლობელი და "ბლაუგრანას" მაისურით 661 გოლის ავტორი გუნდის დატოვებასთან გასულ წელს ძალიან ახლოს იყო. ლეოს "ბარსას" წინა ხელმძღვანელობასთან უთანხმოება ჰქონდა, თუმცა კონტრაქტის 1 წლით გახანგძლივებას ის მაინც დათანხმდა. მესის კატალონიელებთან ამჟამინდელი ხელშეკრულება 2021 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

სხვა სტატიები