Belive

ლაპორტამ დაადასტურა, რომ ბარსელონას სპონსორობა ვიაგრას გამყიდველ კომპანიას სურდა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

კატალონიის ,,ბარსელონას'' პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ, განაცხადა, რომ 2006 წელს გუნდის სპონსორობა პრეპარატ ,,ვიაგრას'' გამყიდველ კომპანიას სურდა:

,,ჩვენ შემოთავაზებები გვქონდა, მაგალითად, ბუკმეიკერებისგან და, ასევე, კომპანიისგან, რომელიც ვიაგრას ყიდდა. მაგრამ, ეს ჩვენთვის შესაფერისი არ ყოფილა, ამიტომ UNICEF-ი ავირჩიეთ,'' - ლაპორტას სიტყვებს A BOLA ციტირებს.
კატალონიური გუნდის მაისურზე UNICEF-ის წარწერა 2006 წლიდან 2011 წლამდე იყო, თუმცა ,,ბარსელონა'' გაეროს ბავშვთა ფონდისგან ფულს არ იღებდა. ახლა კლუბის სპონსორი იაპონური კომპანია ,,რაკუტენია''.
 
View this post on Instagram
 

A post shared by FootballJOE (@footballjoe)

სხვა სტატიები