Belive

ლაპორტამ ფრენკი დე იონგის მომავლის შესახებ კომენტარი გააკეთა

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
საფეხბურთო კლუბ "ბარსელონას" პრეზიდენტმა - ჟოან ლაპორტამ, ფრანკ კესის წარდგენაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. ლოგიკურია ის ფაქტი, რომ ლაპორტას ყველაზე მეტი კითხვა ნიდერლანდელი ნახევარმცველის - ფრენკი დე იონგის ტრანსფერის შესახევ დაუსვეს, რაზეც მან საინტერესო კომენტარი გააკეთა.
"მანჩესტერ იუნაიტედის გარდა ფრენკით საკმაოდ ბევრი კლუბია დაინტერესებული, თუმცა მე მასთან ვისაუბრე და მითხრა, რომ დე იონგს კლუბში დარჩენა სურს. შესაბამისად, ჩვენი (კლუბის) მხრიდან ტრანსფერზე საუბარი ზედმეტია, ჩვენი მიზანია, რომ შევინარჩუნოთ ისეთი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ჩვენი კლუბისთვის, როგორიც ფრენკია.  ფრენკი მსოფლიო ფეხბურთის ექსპერტების შეფასებით, მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ნახევარმცველად ითვლება. ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ სწორედ ასეთი ფეხბურთელი აძლიერებს ჩვენს კლუბს. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ფრენკი ჩვენს კლუბში კიდევ დიდი ხნით დარჩეს. ერთადერთი პრობლემა, რაც მოსაგვარებელია არის მისი ხელფასი". - ჟოან ლაპორტა.
შეგახსენებთ, რომ ფრენკი დე იონგის ტრანსფერის შესახებ ძალიან დიდი ხანია მედიაში იწერება. ნიდერლანდელი ნახევარმცველის დამატებასთან ყველაზე ახლოს "მანჩესტერ იუნაიტედი" იყო. "წითელი ეშმაკები" ფრენკი დე იონგში 65 მილიონს იხდიდნენ. ფრენკი დე იონგი "ბარსელონაში" 2019 წლიდან ირიცხება. 25 წლის ნიდერლანდელ ნახევარმცველს კატალონიელთა რიგბში 140 მატჩი აქვს ჩატარებული, სადაც გოლით თავი 13-ჯერ, ხოლო საგოლე გადაცემით 17-ჯერ გამოიჩინა.

სხვა სტატიები