Belive

ლასანა დიარამ კარიერის დასრულება გადაწყვიტა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ფრანგული მედიის ინფორმაციით, "პარი სენ-ჟერმენის" ნახევარმცველმა, ლასანა დიარამ კონტრაქტის გაწყვეტა და კარიერის დასრულება გადაწყვიტა. ლონდონის "ჩელსისა" და მადრიდის "რეალის" ყოფილმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში მხოლოდ 4 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რაც მისი დემოტივირებისა და კარიერის დასრულების მიზეზი გახდა. აქვე აღსანიშნავია, რომ კარიერის დასრულების შემდეგ დიარა საფეხბურთო სამყაროს ჩამოშორდება და მთელ ყურადღებას ენერგეტიკული სასმელების ბრენდის, Heroic Sport-ის განვითარებაზე გადაიტანს.  

სხვა სტატიები