Belive

ლაშა დვალი: "გაუგებარია, რომ ქვეყანაში პოლიტიკური აქციები იმართება, სტადიონთან მისვლა კი იკრძალება" 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ტელეკომპანია POS TV-ის გადაცემა “სპორტის” ეთერში საქართველოს ნაკრების და უნგრული "ფერენცვაროშის" ცენტრალურმა მცველმა ლაშა დვალმა ჩემპიონთა ლიგაში დებიუტის და ისტორიული სანაკრებო შეხვედრის შესახებ ისაუბრა. "ჩემპიონთა ლიგაზე თამაში ყველა ფეხბურთელისთვის ოცნებაა, განსაკუთრებით შთამბეჭდავი კი კრიშტიანუ რონალდუს წინააღმდეგ გამოსვლა იყო.  ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გველოდება. მიუხედავად იმისა, რომ ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრები ძალიან ძლიერი მეტოქეა, მჯერა, რომ ამ მატჩის მოგება და ევროპის ჩემპიონატზე გასვლა შეგვიძლია. ეს არ არის ის გუნდი, რომელთანაც მოედანზე ფრეზე სათამაშოდ უნდა გახვიდე. ჩვენ მოედანზე გამარჯვებისთვის გავალთ. პოლიტიკურ განცხადებას არ ვაკეთებ, უბრალოდ გაუგებარია, რომ ქვეყანაში  აქციები იმართება, თუმცა გულშემატკივარს არც სტადიონზე და არც სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მისვლა არ შეუძლია. ამის მიუხედავად, ჩვენი ძალების უნდა ვირწმუნოთ და ევროპის ჩემპიონატზე გავიდეთ", - თქვა დვალმა POS TV-ის ეთერში. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალური შეხვედრა საქართველოსა და ჩრდ. მაკედონიის ნაკრებებს შორის 2020 წლის 12 ნოემბერს, თბილისში, “დინამო არენაზე” გაიმართება.ისტორიული მატჩი 21:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები