Belive

ლაშა დვალის ფერენცვაროში ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
დღეს ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის საპასუხო შეხვედრები გაიმართა. ლაშა დვალის "ფერენცვაროშმა" შინ "მიოლდე" მიიღო. შეხვედრა უგოლოდ, 0:0 დასრულდა. სტუმრად, ნორვეგიაში, გატანილი გოლების წყალობით, (3:3) უნგრულმა გუნდმა ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე თამაშის უფლება მოიპოვა. რაც შეეხება დვალს, ქართველი მცველი სათადარიგო სკამზე იყო, თუმცა მატჩში მონაწილეობა არ მიუღია. ასევე გეტყვით, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს დავით ხოჭოლავას "შახტარიც". ხოლო ნიკა ნინუას "პაოკი" ხვალ პლეი-ოფში "კრასნოდარის" დამარცხებას შეეცდება.

სხვა სტატიები