Belive

ლაშა დვალის ფერენცვაროშმა ჩემპიონთა ლიგას გლაზგოს სელტიკი გამოთიშა 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის ლაშა დვალის "ფერენცვაროშმა" ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე შოტლანდიის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი გლაზგოს "სელტიკი" დაამარცხა და ტურნირზე ასპარეზობას გამოთიშა. უნგრეთის საუკეთესო კლუბმა ბრიტანელ მეტოქეს - 2:1 აჯობა და თანაც ეს ყველაფერი შოტლანდიის დედაქალაქში მოახერხა. 25 წლის ქართველი მცველი, რომელსაც ტრავმის გამო, თითქმის მთელი წინა სეზონი გაუცდა, "სელტიკ პარკის მოედანზე" ძირითადი დროის დასრულებამდე 4 წუთით ადრე შევიდა, როცა მისი გუნდი ანგარიშში უკვე დაწინაურებული იყო და "ფერენცვაროშს" მატჩის გამარჯვებამდე მიყვანაში დაეხმარა.

სხვა სტატიები